სპორტი
პეინტბოლსა და ჯომარდობაში ჩემპიონები გამოვლინდნენ
ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა მშვილდოსნობის და პეინტბოლის ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა.

პეინტბოლის ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობდა, ტურნირი პლეი ოფის სისტემით წარიმართა. ფინალში ბორჯომის და ვეტერანების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული დუელი ბორჯომელების გამარჯვებით დასრულდა.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა მშვილდოსნობის ჩემპიონატი, რომელშიც 70-მა შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა. ასეთ კონკურენციაში პირველი ადგილი გორის გუნდის წევრმა, რევაზ გორგაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თბილისის წევრი აქსანა კურბატოვა გავიდა, მესამე საპრიზო ადგილი ზუგდიდელ ალიკა თირქიას ერგო.

ბორჯომის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩემპიონები და საპრიზო ადგილებზე გასული პარასპორტსმენები დააჯილდოვა.

ჩითახევში გამართული ღონისძიებების ორგანიზატორი ახალგაზრდული მედიაკავშირი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო იყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საყოველთაო პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”ბორჯომში განხორციელდა.


პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.
| Print |