სპორტი
ახალქალაქელმა მოკრივემ სომხეთს წარმატება მოუტანა (ფოტო/ვიდეო)
ერევანში MMA და K1-ის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრში სომხეთის სახელით ნაირ მელიქიანი ჯავახეთიდან მონაწილეობდა.

სპორტსმენმა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ნაირ მელიქიანი სომხეთს, ხოლო ფარხატ შახეი ირანს წარმოადგენდა.

მეორე რაუნდის შემდეგ ირანის სპორტსმენმა ბრძოლა აღარ გააგრძელა.

ერევნის სპორტულ კომპლექს დინამოში საერთაშორისო ჩემპიონატი MMA-სა და K1-ში 5-6 ოქტომბერს ჩატარდა. ჩემპიონატში სხვადასხვა კლუბისა და ქვეყნების (უკრაინა, ირანი, რუსეთი, სომხეთი,საქართველო) სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

24 თებერვალს ერევანში, შერეული საბრძოლო ხელოვნების MIX Fight 2019-ის ტურნირზე პირველად, საქართველოს წარმომადგენელმა ნაირ მელიქიანმა გამარჯვება20 წამში მოიპოვა.

2018 წლის თებერვალში, ერევანში გამართულ ჩემპიონატზე, რომელშიც სომხეთის, ირანისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მან ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

2017 წლის ივლისში, ბათუმში ჩატარებულ საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში, (World Martial Arts Festival) ის პირველ ადგილზე გავიდა. ნაირ მელიქიანი მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მან ჩემპიონის ტიტული კიდევ ოთხჯერ – 2013, 2014, 2015 და 2016 წლებშიც მოიპოვა.

წყარო: Jnews.ge

| Print |