სპორტი
"არესმა" "ტაო" დაამარცხა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაომ“ პირველი ლიგის ფარგლებში თამაში გამართა.

მეხუთე ტურის შეხვედრა დღეს, 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყო. თამაში ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა. მესხმა მორაგბეებმა ქუთაისის „არესს“ უმასპინძლეს.

თამაში 45:5 ანგარიშით, არესსის სასარგებლოდ დასრულდა.
"ისეთი ძლიერი გუნდია, რომ ფინალში გადასვლას აპირებს. მართალია წავაგეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მეორე ტაიმში ლელო  მაინც დავუდეთ. მათთვის ეს არავის გაუკეთებია",- ამბობს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი.

ირაკლი გვენეტაძის თქმით, გუნდს დიდი სურვილი აქვს სამომავლოდ  თამაშები ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარონ.

შემდეგი თამაში "ტაოს" შაბათს,19 ოქტომბერს, თბილისში იქნება .

| Print |