სპორტი
ახალციხეში „ბავშვთა სახალისო ფეხბურთი“ გაიმართა
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის“ თამაშები გაიმართა. 12 სახეობაში 8-დან 12 წლამდე ასაკის, ახალციხის და ადიგენის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

საფეხბურთი მოედანი 12 ნაწილად იყო გაყოფილი, თითოეულში სივრცე სხვადასხვა აქტივობისთვის იყო მოწყობილი. 200-ზე მეტი ბავშვი 12 გუნდში იყო გადანაწილებული, თითოეულს მწვრთნელი და ასისტენტი ჰყავდა. მონაწილეების უმეტესობას გოგოები წარმოადგენდნენ (თამაშებში 130 გოგო და 80 ბიჭი ჩაერთო). ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები - მაისურები გადასცეს, საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს კი ბურთები დაურიგეს.

„ბავშვთა სახალისო ფეხბურთი“ საქართველოში 2003 წლიდან იმართება. მასში ყოველწლიურად ათი ქალაქი ერთვება. ახალციხე თამაშებში მეხუთედ მონაწილეობს. „ბავშვთა სახალისო ფეხბურთი“ წელს სამცხე-ჯავახეთის ექვს რეგიონში ჩატარდება.

| Print |