სპორტი
ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ახალქალაქელმა ბიჭმა მოიგო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის მკვიდრი, 15 წლის რუდიკ მაკარიანი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი 14, 15, 16 ასაკის ბავშვებს შორის, 2 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატში 60 ქვეყნის 600-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. რუდიკ მაკარიანმა16 წლის ახალგაზრდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

2012 წელს სოფელ ალათუმანიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.  ჩემპიონატშიც რუსეთის სახელით მონაწილეობდა.
28 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე რუდიკი რუსეთს თურქეთის მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე უმცროსთა შორის წარმოადგენს.
წყარო: jnews.ge

| Print |