სპორტი
როგორ დასრულდა "ტაოსა" და "არმიის" შერკინება
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველი ლიგის ფარგლებში თბილისის "არმიას" შეხვდა. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართა.
მესხი სპორტსმენების ლელოს მიუხედავად, შეხვედრა 50:7 დასრულდა - შეხვედრა "ტაომ" წააგო.

"არმიელები კარგად ბურთაობდნენ და თუ წამოიწყებდნენ შეტევას წარმატებით ასრულებდნენ კიდეც. ჩვენც გვქონდა მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ. ლელოს გარეშე არც ამ შეხვედრიდან გამოვსულვართ, თუმცა ეს არ გვანუგეშებს. მეტოქის სიძლიერის გარდა, რამდენიმე ქულა საკუთარი შეცდომების გამო გავუშვით", - წერს "ტაოს" ფეისბუკ გვერდი.
| Print |