სპორტი
ახალციხე მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრს მასპინძლობს
დღეს, 19 ოქტომბერს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში მიხეილ იაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი იწყება. გახსნა 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ტურნირში მონაწილეობას ახალციხელ მძლეოსნებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების, ასევე მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ. 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შეჯიბრი ამანათრბენში 4X100.
| Print |