სპორტი
ახალციხელმა მძლეოსნებმა 21 საპრიზო ადგილი მოიპოვეს
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მიხეილ იაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი მძლეოსნობაში დასრულდა. ტურნირში ახალციხელ მძლეოსნებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდენ.

მონაწილეებმა ძალები სხვადასხვა მანძილზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში მოსინჯეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შეჯიბრი ამანათრბენში 4X100.

გამოვლინდნენ 20 კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 21 საპრიზო ადგილი დაიკავეს და 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი გადაინაწილეს.

I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს: ახალციხელმა მძლეოსნებმა დერენიკ არზუმანიანმა (2 კმ.), გაიანე უსტიანმა (1 500 მ.), შალვა ლეკიშვილმა (100 მ.), მინდია ენდელაძემ (500 მ.), ვლადიმერ შუშანიანმა ( 800 მ.), მარიამ კაპანაძემ (1500 მ.), დერენიკ არზუმანიანმა (1500 მ.) და ასია ჩარუხჩიანმა (600 მ.)

II საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: არსენ იშხანიანი (2 კმ.), ანუკი ენდელაძე ( 1 200 მ.) და მათევოს მზიკიანი (1 500 მ.). II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა მინდია ენდელაძემ ადგილიდან ხტომაშიც.

III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები აიღეს: ჟორჟიკ მანველიანმა (1 500 მ.), სარქის პაპოიანმა (2 კმ.), თამთა მჭედლიძე (1 200 მ.), ანუკი ენდელაძემ (800 მ.), სარქის პაპოიანმა (1 500 მ.), სუსანა ამბარცუმიანმა (1 200 მ.) და სვეტა სარქისიანმა (800 მ.).

III საპრიზო ადგიილი დაიკავეს, ასევე ირინა აკოფიანმა ადგილიდან ხტომაში და აკოფ საღოიანმა ბირთვის კვრაში.

ამანათრბენში კი, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გამარჯვება მოიპოვეს მე-3 საჯარო სკოლამ (I ადგილი), მე-5 საჯარო სკოლამ (II ადგილი) და მე-2 საჯარო სკოლამ (III ადგილი).

ტურნირი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |
თეგები: მძლეოსნობა /