სპორტი
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდა
ფრენბურთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ჩემპიონატი დასრულდა. პირველი ადგილის მფლობელი პამაჯის გუნდი გახდა, მეორეზე ქალაქ ახალციხის კოსტავას გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საძელის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის მერიისგან თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.

ტურნირში ერთმანეთს მოყვარულთა 11 გუნდი ეჯიბრებოდა. თამაშებს ორგანიზებას მერიის სპორტული პროგრამების განყოფილება უწევდა.

წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |