სპორტი
მარიამ ჭანტურია ძიუდოში ევროპის ჩემპიონია

 

23 წლამდე ძიუდოისტთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია ჩემპიონი გახდა. ის 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

 

ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი მეტოქე, ჰილდე იაგერე დაამარცხა. ის ეთერ ლიპარტელიანის შემდეგ, მეორე ძიუდოისტია, ვინც წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო.

წყარო: report.ge

| Print |