სპორტი
ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. 

კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 57კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლები მოიპოვეს - პაატა ღვინიაშვილმა (90კგ.) და მინდია ლილუაშვილმა (68კგ.). ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)

წყარო: ipn.ge

| Print |