სპორტი
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. 65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად ითამაშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და "საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. დღეს, მე-11 ტურში პურევდორჯ ბუჯინლხამი (მონგოლეთი) დაამარცხა და ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019 წწ.) დაიმსახურა.
| Print |