სპორტი
ახალქალაქელი არტიომ კამალიანი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 

არტიომ ქამალიანი, 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის, კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონია. 16 წლის ახალქალაქელმა სპორტსმენმა 77 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას JNEWS.GE ავრცელებს.

K1-ის ღია მსოფლიო ჩემპიონატი 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა. მასში 48 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეჯიბრებაში საქართველოდან 16 სპორტსმენი ჩაერთო, აქედან სამი, მათ შორის არტიომ ქამალიანი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის წევრია.

მწვრთელის, სერჟიკ ტონაკანიანის თქმით, ეს არტიომის პირველი სერიოზული გამარჯვებაა.

„წინა ჯერზე პოლონეთში გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ოლიმპიადაზე მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს“
,- ამბობს JNEWS.GE-თან მწვრთნელი.
| Print |