სპორტი
ახალციხელი გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონი გახდა
გიორგი აკოშვილი, რომელიც სპორტის სახეობაში - ბრძოლა წესების გარეშე ასპარეზობს, 84 კგ. წონით კატეგორიაში, MMA-ს უკრაინის მასტერ ლიგის ჩემპიონია. ჩემპიონატი ქალაქ დნეპროპეტროვსკში გაიმართა და მასში 100-მდე სპორტსმენი მონაწილებდა.

გიორგი აკოშვილმა უკრაინის სახელით იასპარეზა და ორი ბრძოლა გამართა. თავდაპირველად უკრაინელ მეტოქეს შეხვდა, რომელიც პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელი სპორტსმენის დასამარცხებლად სამი რაუნდი დასჭირდა.

23 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად სამი წლის წინ გადავიდა. მანამდე საქართველოში ვარჯიშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.

„ძმა მყავს უკრაინაში, დიდი ხანია აქ ცხოვრობს, ისიც სპორტსმენია. ჩამოვედი მასთან და მომეწონა, ბევრი შესაძლებლობა მაქვს, პერსპექტივა. იმის საშუალებაა, რომ წინ-წინ იარო, გახვიდე საერთაოშრისო დონეზე, ამიტომ დავრჩი. სპორტის ეს სახეობა უკრაინაში უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოში“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ გიორგი აკოშვილმა.

ახალციხელი სპორტსმენის შესახებ TV9NEWS.GE გასულ წლებშიც წერდა. 

აწყურელი გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

ახალციხელი გიორგი აკოშვილი უკრაინაში საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში ევროპის ჩემპიონი დაამარცხა
| Print |