სპორტი
„ტაო“ წლის ბოლო, საშინაო მატჩისთვის ემზადება
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველი ლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს. მესხი მორაგბეები კვირას, 15 დეკემბერს, საკუთარ სტადიონზე ოზურგეთის „არწივებს“ შეერკინებიან. თამაში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ბოლო მონაცემებით, სატურნირო ცხრილში „ტაო“ მეექვსე, „არწივები“კი მეშვიდე ადგილს იკავებენ. 

ეს 2019 წლის ბოლო შეხვედრაა. ტურნირი მომავალ წელს გაგრძელდება. თამაშები სავარაუდოდ, თებერვლიდან განახლდება. 

„პრინციპულად მოგება გვჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ. გაზაფხულის თამაშებს ექნება დიდი მნიშვნელობა. მაქსიმუმს რასაც მივაღწევთ, ალბათ არის მეხუთე ადგილი. გუნდი ძალიან გავაახალგაზრდავეთ, ახალი ბიჭები გვყავს, ამიტომ ჩემთვის მთავარი იყო შუა ზოლში დაგვემთავრებინა, დიდი იმედი არ გვქონდა. მომავალ წელს შეიძლება უფრო სერიოზულზე ვიფიქროთ“, - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.
| Print |