სპორტი
ახალციხის ფეხბურთის კლუბმა დაფინანსება მიიღო
ახალციხეში, ფეხბურთის აკადემიის ბავშვთა გუნდმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება მიიღო. მოედნის და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის არქონის გამო, კლუბმა მხოლოდ მეოთხე კატეგორიის მოთხოვნები დააკამყოფილა და შესაბამისად, მას 5 700 ლარი გადაეცემა.

კლუბში ექვსი ასაკობრივი კატეგორიის 130 მოზარდი ირიცხება. ფეხბურთის სკოლის დამფუძნებლის გელა მაისურაძის თქმით, თანხით სპორტულ ინვენტარს შეიძენენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა შეიმუშავა. მისი მიზანი ბავშვთა კლუბების განვითარებას ემსახურება.



| Print |