სპორტი
მინდია ენდელაძემ საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა
ახალციხის მძლეოსნობის კლუბის სპორტსმენმა მინდია ენდელაძემ თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ მძლეოსნობაში ბალკანეთის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატში 400მ. რბენაში იასპარეზა. ჩემპიონატში ევროპის 28 ქვეყანა მონაწილეობდა.

21 წლის ახალციხელმა სპორტსმენმა ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აჩვენა და საქართველოს რეკორდიც გააუმჯობესა. მინდია ენდელაძის დედა tv9news.ge-ს სტამბულში შვილის წარმატებული გამოსვლის შესახებ უყვება.


,,მინდია მესამე გარბენში მოხვდა, როგორც ამიხსნეს უძლიერესი გარბენი იყო 400 მეტრი დაფარა 47.86 მეასედში. საქართველოს რეკორდი მოვხსენით. ცოტა უკმაყოფილო კი დავრჩით, მეორე ბილიკის გამო, მაგრამ სამაგიეროდ კარგი შედეგი აჩვენა. შეიძლებოდა უკეთეს ბილიკზე მდგარიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიდევ უკეთესი შედეგი ექნებოდა, თუმცა ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება" - აცხადებს ინგა გელაშვილი.

ინგა გელაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა ზამთრის სეზონი წარმატებით დაასრულა.

,,გასულ კვირას მანეჟის რეკორდი მოხსნა თბილისში და 200 მეტრიან გარბენში პირველი ადგილი აიღო, წელს ასევე 400 მეტრიანი მანეჟის რეკორდიც მოხსნა და ამანათშიც პირველი ადგილი აიღო".

მინდია ენდელაძე საქართველოში დღეს დაბრუნდება.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

მინდია ენდელაძის გამარჯვება ბაქოში

მინდია ენდელაძის ტელედღიური
| Print |