სპორტი
,,რეგიონული თამაშები 2020" ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთით გაიხსნა
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ წლის რეგიონული თამაშები დაიწყო.

,,რეგიონული თამაშები 2020", ახალციხეში 1 მარტს მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებით გაიხსნა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“-ის რეგიონული თამაშების მონაწილე ახალციხის გუნდებს სათამაშო ფორმები გადასცეს.

მაგიდის ჩოგბურთის რეგიონულ თამაშებში, დღეს ბორჯომის გოგონათა და ვაჟთა გუნდი და ასპინძის გოგონათა გუნდი არ გამოცხადდა.

წესების მიხედვით, გოგონებისა და ბიჭების გუნდი ცალ-ცალკე შეხვდნენ ერთმანეთს.

შეჯიბრში პირველი ადგილი, როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ჯგუფში ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.

მეორე ადგილი გოგონათა ჯგუფში ახალქალაქმა, ხოლო ბიჭების გუნდში ადიგენის ჯგუფმა დაიკავა.


ოლიმპიადა ახალციხის სასპორტო სკოლაში ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გაიმართა.
| Print |