სპორტი
"ტაო" თბილისის "არმიას" შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი "ტაო" თბილისის "არმიამ" სძლია. შეხვედრა გორის სტადიონზე დღეს, შვიდ მარტს გაიმართა. მესხმა მორაგბეებმა ერთ-ერთ ლიდერ გუნდთან ლელო დადება შეძლეს, თუმცა საბოლოო ანგარიში 5:34 დასრულდა "არმიის" სასარგებლოდ.

პირველი ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში "ტაოს" მეტოქე ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. "არმიას" აქამდე გამართული 14 მატჩიდან მხოლოდ ორი წაგება და 12 მოგება ჰქონდა
.
| Print |
თეგები: არმია / რაგბი / ტაო /