რეგიონი
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი იწვის

 

ხანძარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილობრივების თქმით, შენობაში არავინ იმყოდება და არც ვინმე დაზარალებულა. 

ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟია ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უწყებაში დამწვარი ფართობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. 

 

| Print |