სპორტი
ახალციხის სპორტდარბაზმა მუშაობა განაახლა
ახალციხის სატრენაჟორო დარბაზმა დღეიდან, 17 ივლისიდან მუშაობა დაიწყო. მანამდე ობიექტმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილა, შემოწმება გაიარა და მუშაობის ნებართვა მიიღო.

იმის გამო, რომ ერთ სივრცეში ათზე მეტმა პირმა თავი არ მოიყაროს, მოქალაქეები ვარჯიშს წინასწარ განსაზღვრულ და ადმინისტრაციასთან შეთანხმებულ დროს შეძლებენ. ტრენერის თქმით, დარბაზში სიარულის სურვილი 35-მა პირმა უკვე გამოთქვა.

გამონაკლისის სახით, სპარტაკ თაქთაქიძემ დღეს ვარჯიშები მხოლოდ შშმ პირებთან განაახლა. სპორტსმენები და მოყვარულები ჩვეულ რეჟიმს ხვალ, 18 ივლისიდან დაიწყებენ. თითო საათის ინტერვალით, 10-კაციანი ჯგუფები შეიქმნება.

ახალციხეში ერთადერთი სპორტდარბაზი ხუთი თვის წინ დაიხურა. სავარჯიშო სივრცეებს მუშაობის განახლების უფლება ყველაზე ბოლოს მიეცათ.


| Print |