სპორტი
ახალციხელმა გიორგი აკოშვილმა უკრაინის ჩემპიონი დაამარცხა
MMA-ს მებრძოლმა გიორგი აკოშვილმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სარეიტინგო ბრძლა გამართა და გაიმარჯვა. შეჯიბრება უკრაინაში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში ჩატარდა და მასში ოთხი ქვეყნის - უკრაინის, რუსეთის, მაროკოსა და ჩეჩნეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონს ევგენი ბირკოვსკის შეხვდა და გამარჯვება ორ რაუნდში, სრული უპირატესობით მოიპოვა.

„ძალიან მესაჭიროებოდა ეს გამარჯვება, რადგან წინ წავიწიე რეიტინგში. ახლა უფრო რეიტინგული ორგანიზაციები მიმიწვევენ შეჯიბრებებში. კორონავირუსის გამო, ერთი წელია არ მიბრძოლია. როცა ხშირად არ ჩხუბობ, რინგზე პაუზის შემდეგ რომ გადიხარ, გაქვს განცდა, ნერვიულობ. ამ შეხვედრის მოსამზადებლად ერთ თვე მქონდა“, - უთხრა TV9NEWS.GE-ს ახალციხელმა მებრძოლმა.

გიორგი აკოშვილი სპორტის სახეობაში - ბრძოლა წესების გარეშე 77 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 24 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად დაახლოებით, ოთხი წლის წინ გადავიდა. მანამდე საქართველოში ვარჯიშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.

Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
საინფორმაციო გამოშვება
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 13 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 19 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 20 °C
img
აბასთუმანი 10 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7763
RUB
RUB
100
4.1332
TRY
TRY
1
0.4067
USD
USD
1
3.2117
AMD
AMD
1000
6.5409
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.