სპორტი
ახალციხის "სამცხემ" სოხუმის "დინამო" დაამარცხა
ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშება გრძელდება.

ამჯერად ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მიერ ახლადშექმნილი გუნდი ახალციხის „სამცხე“ და სოხუმის „დინამო“ დაუპირისპირდნენ.

თამაში ანგარიშით 1:0 დასრულდა და გამარჯვება ახალციხის „სამცხემ“ მოიპოვა.

ჩატარებული 7 შეხვედრიდან "სამცხე"–ს ანგარიშზე უკვე 5 მოგებული მატჩია.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო
| Print |