სპორტი
ჩაშლილი ვარჯიშების მიუხედავად, "ტაო" პირველი ლიგის ლიდერია
სარაგბო კლუბმა ,,ტაო“ ჩემიონატი წარმატებით დაიწყო და სამი მატჩიდან სამივე მოგებული თამაში მათ ანგარიშზეა. თუმცა მორაგბეები ჩივიან, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. საგანგებო მდგომარეობის დროს სახლებში ,,გამოკეტილმა’’,,ტაოს’’ მორაგბეებმა ინდივიდუალური ონლაინ ვარჯიშები დაიწყეს.

გადადებული თამაშები, ვარჯიშის გარეშე დარჩენილი და ფორმადაკარგული სპორტსმენები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შედეგების, რის წინაშეც მესხი მორაგბეები აღმოჩდნენ. კლუბმა "ტაომ“ პანდემიის გამო შეწყვეტილი ვარჯიშების გაგრძელება მხოლოდ აგვისტოს თვიდან შეძლო. გაზაფხულისა და ზაფხულის ჩავარდნილი სეზონის მიუხედავად, მორაგბეები პირველ ლიგაში მესამე ადგილის დაკავებას მაინც გეგმავენ.


დაპაუზებული სპორტული ცხოვრების მიუხედავად, მესხი მორაგბეები სახლში ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. მიუხედავად ამისა, ფიქრობენ რომ ჩემპიონატზე გასასვლელად საუკეთესო ფორმაში არ არიან. ლევან ხუციშვილი მეორე თვეა თანაგუნდელებთან ერთად დარბაზში ვარჯიშობს.


პანდემიის გამო სარაგბო კლუბმა ,,ტაომ’’ 2020 წლის საქართველოს პირველობა I ლიგაში ვერ დაასრულა - აცხადებს კლუბის მთავარი მწვრთნელი. მალხაზ ჭეიშვილის თქმით, მორაგბეები ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას იცავენ. თითოეული მორაგბე ინდივიდუალურად ავსებს სპეციალურ პროტოკოლს, რომელსაც მათ რაგბის კავშირი უგზავნის.


სარაგბო კლუბმა ,,ტაომ’’ ვარჯიშები ივლისში განაახლა. კლუბმა ლიგის პირველი თამაში წყალტუბოს სარაგბო კლუბ ,,დინოზავრების’’ წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა. კიდევ ერთი მატჩი თბილისის "დევებთან", ასევე მესხი მორაგბეების ანგარიშზე ჩაიწერა. მორიგი შეხვედრა ოზურგეთის "არწივებთან" კვლავ "ტაოს" გამარჯვებით დასრულდა. შედეგად მესხი მორაგბები პირველი ლიგის ლიდერი მოთამაშეები არიან.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |