სპორტი
ოთარ ერანოსიანმა არგენტინელი მოკრივე ნოკაუტით დაამარცხა
დღეს, 24 ოქტომბერს, კისიმში (ფლორიდას შტატი, აშშ) Osceola Heritage Park -ის სპორტულ პავილიონში პროფესიონალურ რინგზე ოთარ ერანოსიანსა და 36 წლის არგენტინელ მოკრივე ემილიანო მარტინ გარსიასთან პროფესიონალური კრივი შედგა.

ერანოსიანმა მოწინააღმდეგე მე-4 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. პროფესიონალურ რინგზე ეს მისი მესამე გამარჯვებაა.

სპორტსმენმა ჯავახეთიდან, გამარჯვება ყარაბღში მებრძოლ სომეხ მეომრებს მიუძღვნა.

“ჩემი მოწინააღმდეგე გამოცდილი და ძალიან ძლიერი იყო. მაგრამ მე ჩემს მწვრთნელ თემურ იბრაგიმოვთან ერთად მისი ტაქტიკა დეტალურად შევისწავლე, ჩვენ მოვახერხეთ ბრძოლის ჩვენთვის საჭირო მიმართულებით შებრუნება.

რინგზე საქართველოს სახელით გავედი და მინდა ჩემი გამარჯვება დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით საქართველოს კრივის ფედერაციას და მის მთლიან პერსონალს მივუძღვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქართველი მეგობრებიც კმაყოფილნი არიან ჩემი გამარჯვებით”,
– განაცხადა სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოთარ ერანოსიანი ამერიკულ კლუბს – Warriors promotion WARRIORS GYM-ს წარმოადგენს.

წყარო:news.ge
| Print |