სპორტი
ფეხბურთელებმა და კარატისტებმა განახლებული ვარჯიშები შეწყვიტეს
პანდემიამ, რომელიც მსოფლიოს გამოწვევად იქცა, საქართველოში არაერთი სფერო დააზარალა, მათ შორისაა სპორტიც. სპორტსმენები სრულყოფილ ვარჯიშსა და შეკრებებს დღემდე ვერ ახერხებენ. მათთვის ყველაზე რთული ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პერიოდი იყო, რა დროსაც სპორტსმენებმა ინდივიდუალური ონლაინ ვარჯიშები დაიწყეს, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო. მათ ძველი ფორმის აღდგენა ვერ მოახერხეს.

| Print |