სპორტი
ბორჯომის საფეხბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
თბილისში, „მასტერ ლიგის“ ეგიდით ფეხბურთის 7X7-ზე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ფინალში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით ყვიბისის საფეხბურთო გუნდმა იასპარეზა, რომელმაც უბნებს შორის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, დაძაბული ფინალური მატჩი ბორჯომის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:3.

ჩემპიონატის გამარჯვებულს, „მასტერ ლიგამ“ ფულადი თანხა, 1000 ლარის ოდენობით გადასცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან, გამარჯვებულმა გუნდმა დამატებით ფულადი ჯილდო, 1 000 ლარის ოდენობით მიიღო.

ბორჯომის საფეხბურთო გუნდი, უახლოეს პერიოდში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
| Print |