სპორტი
"რაგბი მარტო შერკინება არ არის" – "ტაო" 10 ოჯახს პროდუქტებით დაეხმარა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ წევრებმა საქველმოქმეო აქცია მოაწყეს და 10 ოჯახს პროდუქტებით დაეხმარნენ. ამის შესახებ სარაგბო კლუბი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"რაგბი მარტო მოედანზე კუნთმაგარი ბიჭების შერკინება არ არის - ეს თამაშია, რომელიც თანადგომას გასწავლის. ცხოვრებასთან შეჭიდებას გასწავლის და პრობლემებთან ერთიანი ძალისხმევით გამკვლავებას.

სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბის, „ტაოს“ კაცთა და ქალთა გუნდის წევრების ინიციატივით გადავწყვიტეთ მერიის მიერ მითითებული ათი ოჯახისთვის ცოტაოდენ შეგვიმსუბუქებინა წლევანდელი ზამთარი - აუცილებელი პროდუქტების მიწოდებით და რათქმაუნდა, ოჯახის სულ ყველაზე პატარა წევრებისთვის პატარა საჩუქრებით, რომ ახალი წელი ცოტათი მაინც უფრო განათებული და სადღესასწაულო გახდეს მათვის. რომ „თოვლისბაბუობის“, სიკეთის და თანადგომის რწმენა არ მოეშალოთ"
– ნათქვამია სარაგბო კლუბ "ტაოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |