სპორტი
ახალციხელი გიორგი აკოშვილი უკრაინელ მებრძოლს შეხვდება
MMA-ს ახალციხელი მებრძოლი, რომელიც სპორტულ კარიერას უკრაინაში აგრძელებს, მორიგ სარეიტინგო ბრძოლას გამართავს. ტურნირი უკრაინის საბრძოლო ორგანიზაცია WGFC- ის ეგიდით 20 თებერვალს, ქალაქ დნეპროპეტროვსკში ჩატარდება. ტურნირი 17:00 საათზე დაიწყება.

გიორგი აკოშვილი 77 კგ. წონით კატეგორიაში იასპარაზებს და მისი მეტოქე უკრაინელი, ხარკოველი მებრძოლი იქნება.

„ძალიან კარგი შემართებით ვარ, ყველანაირად მზად ვარ საბრძოლველად. ერთი პრობლემა გაჩნდა მხოლოდ, ჩემმა მეტოქემ უარი თქვა ბრძოლაზე და ის ერთ დღეში სხვა მებრძოლით ჩაანაცვლეს. მიუხედავად ამისა, განწყობა საბრძოლო მაქვს. გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი მომზადება, 100% - ით მზად ვარ. ჩემი მოლოდინით ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებას მივაღწევ. ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი რინგზე“, - ამბობს „მეცხრე არხთან“ MMA - ს მებრძოლი.

გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში, მას კარიერის განმავლობაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 4 მოგებით ხოლო 2 წაგებით დაასრულა.

24 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად ოთხი წლის წინ გადავიდა. მანამდე საქართველოში ვარჯიშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.

| Print |