სპორტი
ბაკურიანში სნოუბორდ კროსში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა
დღეს, 6 მარტს ბაკურიანში სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა.
შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

სნოუბორდ ქროსის ფინალურ ეტაპზე 14 ქვეყნის 48 სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 

ქალები:
Charlotte Bankes - დიდი ბრიტანეთი
Chloe Trespeuch - საფრანგეთი
Faye Gulini - აშშ
Eva Samkova - ჩეხეთი
Manon petit Lenoir - საფრანგეთი
Lindsey Jacobellis - აშშ
Julie de S. Pereira- საფრანგეთი

კაცები:
Omar Visintin - იტალია
Kalle Koblet - შვეიცარია
Alessandro Haemmerle - ავსტრია
Lorenzo Sommariva - იტალია
Nick Baumgartner - აშშ
Glenn de Blois - ნიდერლანდები
Kevin Hill - კანადა
Adam Dickson- ავსტრალია 

ბაკურიანმა უკვე უმასპინძლა Ski Cross–ის ჩემპიონატის პირველ ეტაპს. შეჯიბრში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები ჩამოვიდნენ ავსტრიიდან, ბელგიიდან, კანადიდან, ჩეხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, შვედეთიდან და ამერიკიდან.

2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.
| Print |
თეგები: ბაკურიანი /