სპორტი
"ტაო" თბილისის "ხვამლს" დაუპირისპირდა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოსა“ და თბილისის „ხვამლს“ შორის გამართული თამაში დასრულდა. მატჩი "ხვამლმა" 40:29 მოიგო. 

პირველი ლიგის მეორე ეტაპის შეხვედრა თბილისში შედგა. 

"კარგად ითამაშეს ბიჭებმა, შედეგით კმაყოფილი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, ლოგიკური იყო, რომ წავაგებდით", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ. 

"ხვამლმა" მეორე ტაიმის ბოლოს ორი ლელოს დადება მოახერხა, თამაშის ბედიც ამ დროს მოპოვებულმა ქულებმა გადაწყვიტა.
| Print |
თეგები: რაგბი /