სპორტი
„ტაო" თბილისის „არმიას“ დაუპირისპირდა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ თბილისის „არმიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილიში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა და „ტაოს“ დამარცხებით, 75:0 დასრულდა. 

"ტაოს“ პრეზიდენტის ირაკლი გვენეტაძის განცხადებით, ძლიერი მოწინააღმდეგე სარეიტინგო ცხრილში წინა პოზიციას იკავებს და ამის გამო, თამაშიც რთული აღმოჩნდა. ამაზე ამინდმაც იმოქმედა.

„რთული თამაში იყო, გამარჯვებას არ ვგეგმავდით და ვემზადებით ფინალური თამაშისთვის, ამიტომ მხოლოდ სათადარიგო შემადგენლობით გავედით. ფინალური თამაში შემდეგ კვირაში გაიმართება და მისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით“.

სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველ ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს და ექვსი თამაში აქვს ჩატარებული, აქედან ერთი მოგებით ხოლო ხუთი წაგებით დაასრულა. რაც შეეხება თბილისის სარაგბო კლუბ „არმიას“, ექვსი ჩატარებული თამაშიდან, ხუთი მოგებით, ხოლო ერთი წაგებით აქვს დასრულებული. ამ ეტაპზე „არმია“ ექვსეულში მეორე ადგილს იკავებს.

| Print |