სპორტი
სპორტდარბაზებმა მუშაობა განაახლეს
სპორტულმა დარბაზებმა დღეიდან, 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირება განაახლეს. მუშაობა დაიწყო ახალციხის სპორტდარბაზმაც. სპარტაკ თაქთაქიძის თქმით, ვარჯიშის მსურველებს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ, თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. 

დღეიდან უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგა. განახლდა სასკოლო წრეებიც.

გარდა ამისა, 15 მარტიდან შეუძლიათ რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლება თეატრებს, სპორტულ კლუბებსა და პროფესიულ ანსამბლებს, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
| Print |