სპორტი
ზამთრის ღია პირველობიდან ახალციხელმა მძლეოსნებმა 11 მედალი ჩამოიტანეს
3 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ამ შედეგით დაასრულეს ახალციხელმა მძლეოსნებმა ასპარეზობა საქართველოს ზამთრის ღია პირველობის ჩემპიონატზე. ჩემპიონატი თბილისში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გუნდები მონაწილეობდნენ.

ოქროს მედლები და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მარი კაპანაძემ (სამი ოქრო სხვადასხვა დისტანციაზე). ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს ქეთი იაკობაძემ (ორი ვერცხლის მედალი სხვადასხვა დისტანციაზე), ჟორა მანველიანმა და ვლადიმერ შუშანიანმა. ამჯერად ბრინჯაოს ორ-ორ მედალს დასჯერდნენ არსენ იშხანიანი და ასია ჩარუხჩიანი.

20 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატიდან ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა 10 მედალი ჩამოიტანა.

| Print |