სპორტი
მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობის ჩემპიონატი გაიმართა
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში, ახალციხის ღია პირველობაზე ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს.

ერთმანეთს სხვადასხვა მანძილზე რბენაში შეეჯიბრნენ ახალციხის, ასპინძის, თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, ვანის, ხობის, ფოთის, წალენჯიხის, ოზურგეთის და აჭარის გუნდები.

სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ მძლეოსნებს სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 23 საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ შორის 9 ოქროს, 7 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაინაწილეს.

პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ. ორი ოქროს მედალი მოიპოვა გიგლა ზილბერშტეინმა, დერენიკ არზუმანიანმა და გიორგი ნათენაძემ, ხოლო გაიანე ორ-ორი ოქროს მედალი - გაიანე უსტიანმა და მარიამ კაპანაძემ.

მეორე საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ ჰასმიკ მარქარიანი, შალვა ლეკიშვილი, ჟორიკ მანველიანი, ვლადიმერ შუშანიანი, ხოლო ორი ვერცხლი მოიპოვა ქეთი იაკობიძემ და ვაჩაგან მზიკიანმა.

მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები აიღეს ჟორიკ მანველიანმა, ირინა აკოფიანმა, ჰასმიკ მარქარიანმა, არსენ იშხანიანმა, თამთა მჭედლიძემ, ასევიკ შუშანიანმა და ასია ჩარუხჩიანმა.

ტურნირი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

| Print |