სპორტი
სამცხე-ჯავახეთში შერეული საბრძოლო ხელოვნების პრეზიდენტი აირჩიეს
შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულმა ფედერაციამ, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტი პირველად აირჩია. პოზიცია მიხეილ მესხმა დაიკავა, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. რეგიონულ პრეზიდენტს ფედერაციის 13 წევრი ირჩევს.

ახალი ხელმძღვანელი MMA-ს ახალციხელ მებრძოლებს დღეს, ოთხ მაისს, ეროვნულმა ფედერაციამ წარუდგინა. გიორგი კაბულაშვილის თქმით, ორგანიზაცია სპორტსმენებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვებას შეეცდება. ჩემპიონებს და საქართველოს ნაკრების წევრ მებრძოლებს კი ფედერაცია დაეხმარება.

რეგიონში შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლები მხოლოდ ახალციხეში არიან. დარბაზში 50-მდე სპორტსმენი ვარჯიშობს, აქედან 15 მათგანი შეჯიბრებებში სისტემატურად ერთვება. მათ შორის არიან პროფესიონალები და მოყვარულები.

სამცხე-ჯავახეთის შემდეგ რეგიონულ პრეზიდენტს აჭარაში წარადგენენ.

| Print |