სპორტი
ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი აშშ-ში WBA-ს ჩემპიონი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, WBA-ს სახეობაში ჩემპიონის ტიტული ოთარ ერანოსიანმა მოიპოვა. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში.

საინფორმაციო საგენტო jnews.ge-ს ინფორმაციით, ახალქალაქელმა მოკრივემ 58 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. მისი მეტოქე ჩილელი სპორტსმენი ხოსე ელისეო არგელი იყო. ბრძოლა 10 რაუნდისგან შედგებოდა, რომლის დროსაც ოთარმა გაიმარჯვა ანგარიშით - 100/90, 100/90, 99/91. 

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ რინგზე მერვე გამარჯვება მოიპოვა. ის სპორტულ კარიერას 2019 წლიდან აშშ-ში აგრძელებს

იგი იყო მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლის მფლობელი, ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.
| Print |