სპორტი
უდეში, აგვისტოს ომში დაღუპული არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა
ადიგენის სოფელ უდეში, 2008 წლის 11 აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მეცამეტედ გაიმართა.

მინი ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. წელს ტურნირში გამარჯვება უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. შეხვედრა დაღუპული ახალგაზრდის მამის გურამ ბალახაშვილის ორგანიზებით იმართება.

წლევანდელ ტურნირს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის პირველი პირები დაესწრნენ. მათ დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს

ფინალში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
| Print |