სპორტი
ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა
ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა. მასში მონაწილეობა სამცხე–ჯაავხეთის 7–ვე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს. საბოლოოდ შერჩეული  24 გუნდი ერთმანეთს 2 ასაკობრივ ჯგუფში დაუპირისპირდა. 2001 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის პირველობა სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ადიგენის ,,ზარზმა, ხოლო მესამეზე ნინოწმინდის ,,ფარვანა“ გავიდა.

ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა. მასში მონაწილეობა სამცხე–ჯაავხეთის 7–ვე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს. საბოლოოდ შერჩეული  24 გუნდი ერთმანეთს 2 ასაკობრივ ჯგუფში დაუპირისპირდა.

2001 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის პირველობა სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ადიგენის ,,ზარზმა, ხოლო მესამეზე ნინოწმინდის ,,ფარვანა“ გავიდა. რაც შეეხება 2003 წლიანებს, ამ კატეგორიაში პირველობა ადიგენის ,,ზარზმამ“ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი კი საფეხბურთო აკადემიისა და ნინოწმინდის გუნდებმა გადაინაწილეს. საბლოოდ, გამარჯვებულ მოთამაშეებს  დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ, გარდა ამისა, სპორტსმენები საუკეთესო მეკარის, ბომბარდირის, ფეხბურთელის, მწვრთნელის კატეგორიების მიხედვით დაჯილდოვდნენ.


| Print |