სპორტი
ვალის ფეხბურთის გუნდი „MASTER LEAGUE”-ის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ფეხბურთის გუნდი -„MASTER LEAGUE”-ის ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

ჩემპიონატი ა(ა)იპ ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქალაქ ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
ტურნირში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აწყურისა და ვალის გუნდები მონაწილეობდნენ. ნახევარფინალურ თამაშში ვალის გუნდი ნინოწმინდის გუნდს „განძას“ დაუპირისპირდება.

ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
| Print |