სპორტი
ადიგენელმა ძიუდოისტმა გოგოებმა წარმატებით იასპარეზეს
ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო - ამ შედეგით დაბრუნდნენ ადიგენელი ძიუდოისტები დედაქალაქიდან.

ლევან ბიგანიშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი გოგო მონაწილეობდა და ექვსივე საპრიზო ადგილებით დაბრუნდა.

მარიამ თუმანიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, მაკა გიუნაშვილმა ვერცხლი, ალინა კაჭკაჭაშვილმა, მარიამ ჩილინგარაშვილმა, სალომე გიორგაძემ და სოფო გიუნაშვილმა ბრინჯაო.

ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. შეჯიბრება ჩატარდა გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში.

| Print |