სპორტი
სეზონის პირველი მატჩი და გამარჯვება - "ტაომ" "ვეფხვებს" მოუგო
სარაგბო კლუბმა "ტაომ" ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველი ლიგის 2021-2022 წლის გაზაფხულის სეზონის პირველი თამაში სამცხის "ტაოსა" და პატარძეულის "ვეფხვებს" შორის გაიმართა. მატჩი "ტაოს" მორაგბეების გამარჯვებით ანგარიშით 45:14 დასრულდა. „ტაოს“ ანგარიშზე ამ დროისთვის 7 ლელო და 1 პრემიალური ქულაა.

მატჩი 30 იანვარს ნუცუბიძის სარაგბო სტადიონზე გაიმართა.

ლევან ვერძეულის ფოტო
| Print |