სპორტი
ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვა
ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. გუნდმა 6 ოქროს და 4 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ოქროს მედლები და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:

მარი კაპანაძემ - 3000 და 5000 მეტრიან დისტანციებზე რბენაში ორი ოქროს მედალი;
გაიანე უსტიანმა - 1500 და 800 მეტრიან დისტანციებზე რბენაში ორი ოქროს მედალი;
შალვა ლეკიშვილმა - 800 მეტრიან დისტანციაზე რბენაში ერთი ოქროს მედალი;
ჟორა მანველიანი - 3000 მეტრიან დისტანციაზე რბენაში ერთი ოქროს მედალი.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

შალვა ლეკიშვილმა - 400 მეტრიან დისტანციაზე რბენაში ერთი ვერცხლის მედალი;
ჟორა მანველიანმა - 5000 მეტრიან დისტანციაზე რბენაში ერთი ვერცხლის მედალი;
ქეთი იაკობაძემ - 800 და 1500 მეტრიან დისტანციებზე რბენაში ორი ვერცხლის მედალი.

ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის გუნდები იღებდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო
| Print |