სპორტი
ტაომ ოზურგეთის სარაგბო გუნდი დაამარცხა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი "ტაო" ოზურგეთის "არწივებს" შეხვდა. თამაში თბილისში გაიმართა და ანგარიშით 20:14 დასრულდა.

კლუბის პრეზიდენტის ირაკლი გვენეტაძის თქმით, ოზურგეთელი მორაგბეები მათი პირდაპირი კონკურენტები არიან, რადგან ორივე გუნდი ერთი და იგივე ადგილის დაკავებას ცდილობს.

მესხი მორაგბეების მთავარი მიზანიც უმაღლეს ლიგაში გადასვლა და პირველ ოთხეულში მოხვედრაა.

"ტაო" შემდეგ თამაშს 12 მარტს თელავში გამართავს.

აპრილიდან ფლეიოფის თამაშები დაიწყება, რომელიც გადამწყვეტია რაგბის კლუბებისთვის.
| Print |