სპორტი
საქართველოს ჩემპიონობისთვის, 10 და 14 წლამდე ასაკის კატეგორიაში, სამცხე-ჯავახეთიდან 5 მოჭადრაკე იბრძოლებს
ფოტოზე: ბარბარე შონია და ვიკა ვეშაგური

ახალციხეში ჭადრაკის რეგიონულ ტურნირი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 10 და 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებმა მიიღეს.

10 წლამდე ასაკის გოგონებში გამარჯვებულის ტიტული ახალციხელმა ვიკა ვეშაგურმა და ბორჯომელმა ბარბარე შონიამ მოიპოვეს. ისინი ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, თუმცა თანაბარი შესაძლებლობები გამოავლინეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შესაბამისად ორივე მათგანი ერთდროულად პირველი და მეორე ადგილების მფლობელი გახდა. ამავე ასაკის კატეგორიაში მესამე ადგილი ახალციხელმა მარიამ მიგრიაულმა დაიკავა.

10 წლამდე ასაკის ვაჟებში ოქროს მედალი ახალქალაქელმა ტიგრან ჩახალიანმა მოიპოვა. მეორე ადგილოსანი ახალქალაქელი ნაირი საარიანი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ახალცხელმა ლაშა აზირაშვილმა დაიკავა.

14 წლამდე ასაკის კატეგორიაში გოგონებსა და ვაჟებში ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადილი - თამარა არზუმანიანი და არარატ თუმანიანი ნინოწმინდიდან;
II ადგილი - თამარ შონია ბორჯომიდან და საბა ყულჯანიშვილი ადიგენიდან;
III ადგილი - მარიამ ყურაშვილი ახალციხიდან და სამასარ რსტაკიანი ახალქალაქიდან.

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნებს მედლები და სიგელები გადაეცათ.

რეგიონული ტურნირი ჭადრაკში სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. შეჯიბრი 18 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა.

რეგიონულ ტურნირის პირველადგილოსნები მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ, რომელიც მაისშია დაგეგმილი.
| Print |