სპორტი
"ტაო" უმაღლეს ლიგაში გადასავლელად ემზადება
სარაგბო გუნდი "ტაო" უმაღლეს ლიგაში გადასავლელად ემზადება. გუნდის ბაზაზე ვარჯიშები მიმდინარეობს.

2021-22 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში "ტაოს" კიდევ ორი თამაში დარჩა, რომელიც მესხი მორაგბეებისთვის გადამწყვეტი იქნება და გაირკვევა, რომელ ადგილს დაიკავებენ.

„წლიური ჩემპიონატის ორი თამაში დაგვრჩა, ამ შაბათს და შემდეგ შაბათს. ამის შემდეგ პირველი ოთხეული ჩამოყალიბდება საბოლოოდ და ამ ოთხეულს ექნება ნახევარფინალსა და ფინალში სათამაშო. ოთხეულში ჩვენ გვინდა, რომ მოვხვდეთ და შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ასვლას ვაპირებთ “ - განუცხადა მეცხრე არხს კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით „ტაოს“ სამი ახალი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ფიჯიდან არიან.

„ახლახან გუნდში დავამატეთ სამი ახალი ფიჯელი მოთამაშე, რომლებიც უკვე გადიან ვარჯიშებს გუნდთან ერთად და ემზადებიან თამაშისთვის“ - აღნიშნა გვენეტაძემ.

მომდევნო თამაშს "ტაო" ოზურგეთის "არწივებთან" გამართავს, შემდეგ კი თბილისის "ხვამლს" უმასპინძლებს.
| Print |