სპორტი
"ტაოსა" "არწივებს" შორის მატჩი ანგარიშით: 34-33 დასრულდა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ "ტაოსა" და ოზურგეთის "არწივებს" შორის გამართული მატჩი მინიმალური სხვაობით: 34-33 დასრულდა. "ტაოს" მორაგბეები "არწივებთან" დამარცხდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი ოზურგეთის სარაგბო კლუბის სასარგებლოდ, ანგარიშით: 17-5 დასრულდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, თამაში "ტაოს" უპირატესობით გაგრძელდა.

"მეტოქემ მოახერხა და გასულ დროზე დაგვიდო ლელო მინიმალური ანგარიშით, მაგრამ დავმარცხდით" - წერია სარაგბო კლუბ "ტაოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2021-22 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში "ტაოს" კიდევ ერთი თამაში დარჩა. სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი თბილისის "ხვამლს" ასპინძის სარაგბო ბაზაზე უმასპინძლებს.
| Print |