სპორტი
ახალციხელმა სპორტსმენებმა საქართველოს პირველობა მოიპოვეს
საქართველოს ჩემპიონატზე შერეულ ორთაბრძოლებში, სამცხე–ჯავახეთიდან ექვსმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ექვსივე მათგანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.

,,მე-13 ლეგიონის” სამი სპორტსმენი პირველ ადგილზე გავიდა და სამი კი მეორეზე.

პირველი ადგილი დავით ბალახაძემ, როლანდ გობაძემ და რუდიკ ვირაბიანმა დაიკავეს, მეორე კი გევო გრიგორიანმა, ნარეკ ვართანიანმა და კარენ გომციანმა.

შერეული ორთაბრძოლების სამცხე–ჯავახეთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მესხი შედეგით კმაყოფილია, თუმცა წუხს, რომ ტრავმების გამო რამდენიმე სპორტსმენმა ბრძოლა გამოტოვა.

,,ჩვენ საუკეთესოები ვართ. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ეს არის დიდი შრომის ფასი, ვაგრძელებთ წინსვლას და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას.
სამწუხაროდ, კარენ გომციანმა და ნარეკ ვართანიანმა ტრავმების გამო ფინალური ბრძოლების ჩატარება ვერ მოახერხეს, მაგრამ ბიჭებმა ფინალამდე 2-2 უმაღლესი დონის ბრძოლა ჩაატარეს. სამწუხაროდ, ჩვენს სპორტში 2 ბრძოლის მოგება ტრავმის გარეშე საკმაოდ რთულია"
- წერს მიხეილი მესხი სოციალურ ქსელში.
| Print |