სპორტი
"სასკოლო ლიგა 2022"-ის I ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიგა ლონდარიძე დასახელდა
,,მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2022"-ის I ტურის საუკეთესო მოთამაშე წარმოშობით ასპინძელი გიგა ლონდარიძე გახდა. ინფორმაციას საქართველოს მინი-ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.

ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით იმართება.

17 წლის გიგა ლონდარიძე წარმოშობით ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავიდანაა. ამჟამად იგი ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. სასკოლო ლიგაში მონაწილეობაც სწორედ ქალაქ რუსთავის სახელით მიიღო.

"სასკოლო ლიგა 2022"-მა სტარტი 26 მარტს აიღო. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
| Print |