სპორტი
ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

17 წლის მოკრივე გორ აივაზიანი 51 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი გახდა.

2022 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბულგარეთს დედაქალაქ სოფიაში გაიმართა. ფინალში გორ აივაზიანი ალბანელ სპორტსმენ არიოლ ზენელს დაუპირისპირდა. ახალქალაქელმა მოკრივემ მეტოქე 4 ქულით დაამარცხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან პირველი ოქრო გორ აივაზიანმა მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონატზე ქართული ჰიმნი კიდევ ერთმა მოკრივემ დემურ ქაჯაიამ ააჟღერა. ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 6 მედლით ბრუნდება, აქედან ორი ოქროა, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

გორ აივაზიანი ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანთან ვარჯიშობს.
| Print |